Skip to content Skip to footer

საოჯახო ორთქლის აპარატი SC 2 Deluxe

აღწერა:
ორთქლის აპარატი SC Deluxe 2 არის შექმნილი სახლის პირობებში ანტიბაქტერიული წმენდისთვის, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მაქსიმალური სისუფთავის და ჰიგიენურობის უზრუნველყოფა. ცხელი ორთქლის ნაკადით ადვილად იწმინდება მინის, აკრილის, ფილების და სხვა ზედაპირები, ამასთან გამოიყენება წყალგამძლე ლამინატის იატაკის გასაწმენდადაც.

აპარატის ავზი არის 1 ლიტრიანი და აქვს საშუალება დაასუფთავოს 75 კვადრატული მეტრი. ორთქლის დარტყმის სიმძლავრე კი 3.5 ბარია, რითაც ხდება სიღრმისეული წმენდა და ბაქტერიებისგან განთავისუფლება 99,99%-ით მხოლოდ წყლის ხარჯზე, ქიმიის და დანამატების გარეშე.

აპარატს მოყვება აქსესუარები, რომლებიც სხვადასხვა მიუდგომელ ადგილებში წმენდისთვის გამოიყენება, მაგალითად შესაძლებელია აბაზანასა და სამზარეულოში ნადების და ცხიმის მოშორება, მეტლახის ღარებს შორის არსებული ჭუჭყის ამოღება და მოხეხვისთვის რთულად მისადგომი ადგილების სპეციალური აქსესუარებით გაწმენდა.

აღნიშნული ტექნიკა ქირავდება სხვადასხვა დროით.
დასაჯავშნად დაგვვიკავშირდით: 591 484 844